|
2018-11-19 15:50:10, 1505 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობისთვისა და მუქარისთვის ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ხ. -მ 2018 წლის 23 ივნისს და 1 ივლისს ქ.თბილისში, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ.კ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ივლისს, დ.ხ-მ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ვ.კ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ იგი ოდესმე გაბედავდა და პოლიციას მიმართავდა. სამართალდამცველებმა დ.ხ. 2018 წლის 22 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 - ე მუხლის მეორე ნაწილის „კ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია), 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ხ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)