|
2018-11-17 09:51:52, 2231 ნახვა
სამართალი
გერმანული გამოცემა „შპიგელი“ - საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია
სტატია გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში, სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო?" 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს. "წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა“, - ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა. რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? - ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც შეფასდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. "საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია - Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი - „დაბალი“. International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.
http://www.spiegel.de/reise/aktuell/travel-risk-map-so-hoch-ist-das-risiko-zu-reisen-a-1238455.html
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)