10:17 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 14:19:41, 1801 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვნის ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებული ა.შ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა.შ.-მ, 2018 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში სარაჯიშვილის ქუჩაზე, არასრულწლოვან გ.გ.-ს ძალადობის გამოყენებით გასტაცა 140 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ა.შ. 2018 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ" და მეოთხე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის; იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარუდგინა. ა.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics