09:33 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 14:57:19, 2132 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეც დაიკითხება

პროკურორ ემზარ გაგნიძის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზეც დაიკითხება.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, "ომეგა ჯგუფის“ საქმე აქტიური ძიების პროცესშია და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ უწყება საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ამასთან, გაგნიძემ დაადასტურა, რომ ფარცხალაძე ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ამ დრომდე არ არის.

"მინდა განვაცხადო დეტალურად, რომ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც ახლა აქ ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ოთარ ფარცხალაძე "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება", - განაცხადა გაგნიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics