|
2018-11-06 14:02:15, 1727 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით დაისჯება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას. აგრეთვე მინიტრის მოადგილის თქმით, რეგულაციები უკრძალავს კანაფის მოხმარებას არასრულწლოვნებს, ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის. „როდესაც ეს კანონპროექტი ამოქმედდება და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, როგორც კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ ამ კანონპროექტით მთლიანად იქნება დარეგულირებული. ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას, უკრძალავს მის მოხმარებას არასრულწლოვნებს, 21 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირებს, კრძალავს არასრულწლოვნების თანდასწრებით მარიხუანას მოხმარებას, უზღუდავს მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებს მომხმარებლებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის. ეს კანონპროექტი ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, მაგრამ სამართლებრივი რეალობა ასეთია. მოხმარება პირად სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაუშვა, სხვაგან ყველგან - ფაქტობრივად ყველა ადგილას: სატრანსპორტო საშუალებაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, ყველგან, მათ შორის არასრულწლოვნების მხრიდან აკრძალულია. თუ ჩაიდენს პირი ასეთ ქმედებას, რომელიც კანონით ისჯება, შესაბამისად მას დაეკისრება სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)