08:42 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 12:25:15, 1777 ნახვა

სამართალი
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ზვიად კუპრავას საქმის განხილვას ჩამოშორდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა, ზვიად კუპრავასა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვას ჩამოშორდა.

კუპრავა აცხადებდა,  რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი რამდენიმე წლის წინ მოსამართლისთვის შეუსაბამო საქმიანობაში ამხილა.

მოსამართლის თქმით, კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა იმისათვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს, გადაწყვიტა საქმეს ჩამოშორდეს.

„ამბობენ, რომ თურმე მე ბინებს ვაქირავებ და ამ შემოსავლით ვცხოვრობ. სამეწარმეო საქმიანობას არ ვახორციელებ. ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, თუმცა იმის გამო, რომ კუპრავას, მის ადვოკატებს და მხარდამჭერებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მოსამართლე ამ ცილისწამებლური განცხადებების გამო განაწყენებულია, ამ საქმეს უნდა ჩამოვცილდე", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქმე ეხება, 12 ივნისს, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომელზეც ზვიად კუპრავას ბრალი სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics