|
2018-10-26 19:09:01, 2979 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი - სარალიძის შეურაცხყოფებზე პოლიცია თვალს ხუჭავდა, თუმცა თავდასხმის ფაქტზე იძულებული გახდა, დაეკავებინა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა პოლიციას, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით პოლიცია თვალს ხუჭავდა ამაზე. ნათია მეზვრიშვილის თქმით, დღეს პოლიცია იძულებული გახდა ემოქმედა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე ის დაეკავებინა. „სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, რუსთაველის გამზირზე. ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ბატონი ზაზა სარალიძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხერხებს მიმართავდა. თუმცა, გვესმოდა ადამიანურად, მისი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. ვგულისხმობ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს. თუმცა, უკვე დღეს, სამწუხაროდ პოლიცია, იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, რადგან ეს უკვე იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აშკარა თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება - დაკავება გამოყენებულიყო. ზაზა სარალიძე არის ს.ს.კ.-ს 353-ე პრიმა მუხლით დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)