|
2018-10-17 22:10:32, 1651 ნახვა
სამართალი
„გამიშვით, მიშას დავბრიდავ, სამი ოთხი თვე მოვამზადებ და...“ - მორიგი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს
„რუსთავი 2“ ახალ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და დევნილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან დავით ცუხიშვილს ესაუბრება. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განეიტრალება შეუძლია და ამისთვის 3-4 თვე დასჭირდება. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ასევე ახსენებს „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალებიც აქვს. მირზა სუბელიანი - "ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა?... მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩამს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა არ მაქვს. არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე. ცუხიშვილი -აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია? მირზა სუბელიანი - ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე. მირზა სუბელიანი - მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო? ვიქტორ ჯაფარიძე - ეცოდები ვიღაცეებს.. შვილებს ვფიცავარ."
ცნობისთვის, ჩანაწერებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)