|
2018-10-16 11:30:11, 1345 ნახვა
სამართალი
ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მირზა სუბელიანი გამოიკითხება
ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მირზა სუბელიანი გამოიკითხება. ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, დავით ცუხიშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)