02:48 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 11:04:18, 1861 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქვემო ქართლში 38 ძროხის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს, დმანისის და მარნეულის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, 2 კი ამავე დანაშაულის ჩადენაში ამხილეს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1975 წელს დაბადებულმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ნ.-მ რუსთავში მდებარე ფერმიდან 12 ძროხა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
1988 წელს დაბადებული ტ.მ. და 1988 წელს დაბადებული კ.ს. კი პოლიციამ მოპარული ძროხების რეალიზაციის დროს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დმანისში 10 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს.
სამართალდამცველებმა  დმანისში 11 სული ძროხის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1988 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ს.ჩ.
ასევე, მარნეულში, 5 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1973 წელს დაბადებული ა.ჰ., რომელიც წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
პოლიციამ ხუთივე პირის მიერ მოპარული 38-ვე ძროხა მეპატრონეებს დაუბრუნა.
გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics