|
2018-10-04 11:44:35, 2401 ნახვა
სამართალი
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკომ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ მოსკოვის რეისზე რეგიტრაციის გავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება. „არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე“, - განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ. ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში დღეს უნდა გამოეკითხათ. საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს. მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა. ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.
ფოტო: 1tv.ge
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)