|
2018-09-27 15:07:44, 2091 ნახვა
სამართალი
„რუსთავი2“„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მორიგ ჩანაწერს ავრცელებს - საქმეში ივანიშვილი და ქუმსიშვილი ფიგურირებენ
„რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც სიგარეტის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების კონფიდენციალური საუბარია ასახული და მთავარი ფიგურანტი ბიძინა ივანიშვილია. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ თბილისის თამბაქოს დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბრობს და იხსენებს კონკრეტულ ქეისს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დარეგულირდა. გთავაზობთ აუდიოჩანაწერის სრულ გაშიფრულ ვერსიას : “ირაკლი ჩუბინიშვილი- ბიძინამ მითხრაო რო ამასო შენო რო უყურებთო დიმასო, დიმაო შვილივით მიყვარსო, ჩემი შვილივით არიო და ეგრე ნუ ელაპარაკებიო. ნუ ეხლა ეგ ლაპარაკი ცუდად დამთავრდა მარა ქუმსიშვილს რო ეტყვი ხალხში რო ჩემი შვილი ხარ! ის კაროჩე წავიდა კაბინეტში და დაჯდა და იფიქრა მე ამ კაცის შვილი ვარ, ამათი ყველასი დედა მო... გააგიჟა რა თვითონ იმხელა პანამოჩიები მისცა რო ამან გარეკა რა. ის კინაღამ გააგდო ქუმსიშვილმა, იქ ერთი იქ ერთი წესიერი კაცია ზაზა ოქუაშვილი - ჭკვიანური რამე თქვა და.... ირაკლი ჩუბინიშვილი- არა იქ ერთი წესიერი კაცია და მაგან ხო რა გააკეთა?! მაგან გამოაწერინა ჩვენ წინააღმდეგ ჯარიმა 26 მილიონი ლარი დააწერინა პროექტი და მოამზადა პირდაპირ რა და იმან პროსტა შიგნით ნახა რა სამინისტროში და დაგვირეკა ჩვენ რა და თქვა კაროჩე რო მიხედეთო ესო რაღაცას აპირებსო და მე ვანოს ვუთხარი და მერე იქ ბიძინამ შეკრიფა ეგენი და ვანომ თქვა უნდა ვთქვაო ამ კაცის სახელიო რა აბა ეხლა საიდან იცის პონტი და მერე ქუმსიშვილს უთხრა შენ ხარ პ... ჭიო დააჯარიმე და ფაქტზე დადე და შენი ნებართვით არ აკეთებდაო?! და იქ გაუდესმაგაში, და იქ უყვირია ის ვინ გითხრა ვინ გითხრა დაა... მერე დაურეკია ამ ბიჭისთვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე და შენ რატო უთხარი იმასო?! ამან თქვა მე რაც უნდა გამეკეთებინა ის გავაკეთეო როცა ინდუსტრიას შეეხე ვისაც ეხებოდა იმას ვუთხარიო აბა როგორო მოუმზადებლად გინდაო კაროჩე თავს დაესხაო და ისე, ეგრე სად არიო?! ეხლა კიდე ღვთის მადლით წავიდა ქუმსიშვილმაკინაღამ კაცი გამოგვიგდო იქიდან. ზაზა ოქუაშვილი - ეხლა ბოლოს მოხდა ეგ კიდე? ირაკლი ჩუბინიშვილი - აი ეგ მოხდა თებერვალში, თებერვალში მოხდა, ჩვენ სულ მაგ იმაში ვიყავით, ეხლა ყოველ ჯერზე ხო არ მოგიყვები, სულ გვიტევენ რა ორი თვე არ გავიდოდა რო რაღაცა მორიგიი. ესეც მიქონდა ბოლოს აი ესეც მიქონდა თან გვიტევდა".
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)