11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 16:41:16, 1992 ნახვა

სამართალი
კოალიცია პრეზიდენტსა მმართველ პარტიას მოუწოდებს, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი არ შეაფერხონ

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი ხელოვნურად არ შეაფერხონ.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იმაზე მიუთითებს, რომ არც პრეზიდენტს და არც მმართველ ძალას ან სათანადოდ გააზრებული არ აქვთ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ან არ აქვთ განზრახვა, ამ ვითარების შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

„კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ამ დრომდე შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ უფლებამოსილ პირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციას და შეამცირებს სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მოგვარების პერსპექტივას.

კოალიციას მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებითაც შეწყდა კონსულტაციების პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც წინასწარ  განაცხადა უარი პრეზიდენტთან კონსულტაციებში ჩართვაზე, შექმნილ სიტუაციას არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იმაზე მიუთითებს, რომ არც პრეზიდენტს და არც მმართველ ძალას ან სათანადოდ გააზრებული არ აქვთ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ან არ აქვთ განზრახვა ამ ვითარების შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

კოალიცია მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას კონსტრუქციულ რეჟიმში დაიწყონ კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად. ამასთან, კოალიცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს კონსულტაციებსა და კანდიდატების შერჩევის პროცესში“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics