|
2017-11-15 13:34:15, 1912 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ღონისძიებაზე იყო წარდგენილი: ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებზე ,,RAW NY" და ,,RAW LA", ასევე ღვინის მსხვილი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და მედიისთვის გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაცია-პრეზენტაციებზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის დეგუსტაციებს ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი და პროფესიონალი ელის ფეირინგი უძღვებოდა. აქვე, ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და ღვინის მწერლის კარლა კაპალბოს წიგნის „Tasting Georgia"-ს პრეზენტაციაც გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძის შეფასებით, გამართულმა ღონისძიებებმა უჩვენა, რომ აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში. „ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ,RAW"-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს აშშ-ში, რომელიც რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. ამავე ქალაქებში გაიმართა 3 დეგუსტაცია - 2 ნიუ-იორკში და ერთიც ლოს-ანჯელესში, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო გაიცნონ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებმა და პოტენციურმა იმპორტიორებმა" - აღნიშნა თამთა ყველაიძემ. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. თამთა ყველაიძის თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს. აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები: „ნათენაძის ღვინის მარანი", „გოცას ღვინოები", „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი - კვალითი", „კერესელიძეების მარანი", „ნაოტარი", „ორგო", „ბაბანეურის მარანი", „ბრუალე", „ივერი", „მაკარიძის მეღვინეობა", „ღვინის ქურდები", „ფაფარი ველი" და „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი".
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)