|
2017-11-15 13:28:40, 1636 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ინტერნეტ სივრცის თავისუფლების ხარისხით ევროპის წამყვან ქვეყნებს უტოლდება
Freedom House-ის მიერ 2017 წლის შეფასებით, საქართველოში ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მიხედვით, საქართველოს პოზიცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საუკეთესოა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს საქართველოს 24 ქულა მიენიჭა. ცნობისთვის, ორგანიზაციის შეფასების სისტემით, 0 ქულა საუკეთესო, 100 კი ყველაზე ცუდი შედეგია. „ანგარიშში საქართველო ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მიხედვით „თავისუფალი ინტერნეტ სივრცის“ მქონე ქვეყნის სტატუს ფლობს. ამასთან, სარეიტინგო ქულის მიხედვით საქართველო უსწრებს ფართო რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანს (58 ქულა), სომხეთს (32 ქულა), რუსეთს (66 ქულა), თურქეთს (66 ქულა), უკრაინა (45 ქულა), ბელორუსი (64 ქულა) და სხვა. ინტერნეტ სივრცის თავისუფლების შეფასებით საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს როგორიცაა; საფრანგეთი, იტალია, სინგაპური, უნგრეთი და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეფასება ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში კერძოდ, 2009 წელს შეფასების ქულა 43-ს, 2012 წელს 30-ს ხოლო 2017 წელს 24-ს შეადგენს და მიმდინარე წლის ამ მაჩვენებლით საქართველო უთანაბრდება (იმავე ქულა ან უმნიშვნელოდ მაღალი ქულა აქვს) ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა; ავსტრალია (21 ქულა), გერმანია (20 ქულა), გაერთიანებული სამეფო (24 ქულა), იაპონია (23 ქულა) და სხვა. Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინტერნეტ სივრცის თავისუფლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტ სივრცეზე წვდომის გაზრდილმა მაჩვენებელმა, მათ შორის, მობილური ინტერნეტის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განაპირობა მაღალი სიჩქარის მქონე მობილური LTE ინტერნეტის განვითარებამ, რომლის შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურის ფორმირება საქართველოში 2014-2015 წლებში განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შედარებით მარტივი მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს. ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ მიმდინარეობს ინტერნეტ სივრცის ცენზურა და ინტერნეტის შემცველობა ხდება უფრო დივერსიფიცირებული, ხოლო სოციალური მედიის გამოყენება როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორის მხრიდან დღითიდღე იზრდება. აქვე აღნიშნულია ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე სახელმწიფო სერვისების ინტეგრაციის პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნეს სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ერთი ფანჯრის პრინციპით როგორც ფიზიკურ ასევე ელექტრონულ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიწოდებას კერძო სექტორისათვის, რაც ასევე არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს შეფასებას შესაბამის კომპონენტში“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)