|
2017-11-10 17:28:33, 1988 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი შეიხი ნაჰაიანი იქნება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ ერთ-ერთი სპიკერიარაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მეორედ მიიღებს. ის 2017 წლის ოქტომბრიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლადარჩეულ მინისტრთა კაბინეტში, ტოლერანტობის მინისტრის პოზიციას იკავებს.მას საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს,მათ შორის სასტუმრო „ბილტმორსა“ და „ტერაბანკს.“ ნაჰაიანი ფედერალურ მთავრობას 1992 წელს შეუერთდა და იკავებდა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის, განათლების მინისტრისა და კულტურისა და განათლების განვითარების მინისტრის თანამდებობებს. 1983-2013 წლებში შეიხინაჰაიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის კანცლერი იყო, 1988 – 2013 წლებში ტექნოლოგიების უმაღლესი კოლეჯების კანცლერი, ხოლო 1998 – 2013 წლებშიზაიადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. შეიხმა განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო, დაამთავრა მილფილდის სკოლა და ოქსფორდის უნივერისტეტის მაგდალენის კოლეჯი. შეიხი ნაჰაიანი აქტიურად ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს მრავალ ჯგუფს, კლუბსა და ასოციაციას. ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)