|
2017-11-10 15:56:10, 2024 ნახვა
ეკონომიკა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო DCFTA-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს
ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროგრესი იქნა მიღწეული სხვადასხვა მიმართულებით. ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ვაჭრობის სფეროში მიღწეულ შედეგებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვში. ანგარიშში ნათქვამია, რომ გატარდა ღონისძიებები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით: ა) მეტროლოგიის სფეროში მოხდა სათანადო მიკვლევადობის უზრუნველყოფა; ბ) განხორციელდა აკრედიტაციის სისტემის საერთაშორისო აღიარება, რითიც მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე; გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იდენტიფიცირება, რომელიც საჭიროა ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფად. ევროკომისიის ანგარიშში საუბარია ასევე საქართველოს მიერ საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებზე, მათ შორის აღნიშნულია ახალი საბაჟო კოდექსის მომზადების კუთხით გაწეული სამუშაო. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო მიუერთდა წარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციას, რაც შესაძლებელს ხდის კუმულაციური წარმოშობის წესების ამოქმედებას DCFTA-ის ფარგლებში. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველო ახორციელებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ რეფორმებს ევროკავშირის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენციებთან მიერთების მიზნით. ამ კუთხით, ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს შესაბამისი დაძმობილების (twinning) პროექტის მეშვეობით. ასევე, ხაზგასმულია, რომ მომზადების პროცესშია საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირში არსებულ წესებთან. ანგარიშში აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებასთან მიერთების კუთხით. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)