|
2017-11-09 12:59:47, 1924 ნახვა
ეკონომიკა
G&T Trader-ის საშუალებით შესაძლებელი ხდება ბიტკოინთან ერთად ეთერეუმის ფასზე მიბმული საინვესტიციო ინსტრუმენტებით ინვესტირებაც
„გალტ & თაგარტი“ ქართველ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ინვესტირება, ეთერეუმის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში, „გალტ ენდ თაგარტმა“, G&T Trader-ის პლატფორმის საშუალებით, თავის მომხმარებელს მისცა უნიკალური შესაძლებლობა განეხორციელებინათ ინვესტირება ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში. დღეიდან, გალტ ენდ თაგარტი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს უკვე ეთერეუმის ფასზე დაშენებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებს. მომხმარებლის მხრიდან, კრიპტოვალუტების მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გალტ & თაგარტმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა კიდევ ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Ethereum Tracker One და Ethereum Tracker EUR, რომლებიც წარმოადგენენ ეთერეუმის ფასზე დაშენებულ საინვესტიციო ინსტუმენტებს. შესაბამისად, მათი ფასები დაყვებიან და ასახავენ ეთერეუმის ფასის ცვალებადობას ამერიკულ დოლართან მიმართებით. აღნიშნული საინვესტიციო ინსტუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ინვესტირება განახორციელოდ მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერეუმის, ფასის დინამიკაში და გახსნას შესაბამისი პოზიციები. Ethereum Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Ethereum Tracker EUR - ევროში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერია XBT Provider AB და ივაჭრება Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე. მომხმარებელს, GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად, საძიებო ველში უნდა აკრიფოს სიტყვა „Ethereum”. ინსტრუმენტების ფასების სანახავად კი საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგნაირად: Account > Subscriptions > Stock Exchanges > Nasdaq OMX .
(R)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)