|
2017-11-04 11:52:31, 2506 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
„ეს გახლავთ პირველი კომისიის სხდომა, რომელიც 2002 წლის შემდეგ იმართება და განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში თანამშრომლობა“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო–რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ სხდომას თანათავმჯდომარეობას რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ჰარი ილან ლაუფერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უწევდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განიხილეს თანამშრომლობის პერპექტივები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს. „ჩვენ გამოვხატეთ დაინტერესება ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტის სამომავლო განვითარებასა და მის განხორციელებაში თანამონაწილეობაზე. როგორც მოგეხსენებათ, „კონსტაცა“ არის რუმინული, ყველაზე დიდი და ღრმა პორტი შავი ზღვის აუზში. ვიცით, რომ თქვენ აპირებთ შავ ზღვაზე მეორე ყველაზე დიდი პორტის შექმნას, შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი”, – განაცხადა ჰარი ილან ლაუფერმა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს. რუმინეთის მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის სრული მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო–რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)