|
2017-11-04 11:27:11, 1923 ნახვა
ეკონომიკა
ბიუჯეტი სოფლის მეურნეობას 276 მილიონი ლარით დააფინანსებს
პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო პროგრამები გააცნო. სულ აღნიშნული პროგრამების შესასრულებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 276 მლნ ლარი გამოეყოფა. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარება, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები, აგროდაზღვევის უზრუნველყოფა, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და სხვ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში“ ხორციელდება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა და პროექტის დაწყებიდან სულ გაცემულია 28,945 სესხი. ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეიქმნა 138 ახალი საწარმო, გადაიარაღდა/ გაფართოვდა 750-ზე მეტი საწარმო, ხოლო საანგარიშო პერიოდში - შეიქმნა 15 ახალი და გადაიარაღდა 50 საწარმო. ბიუჯეტიდან ასევე დაფინანსდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა „აგროდაზღვევის“ კომპონენტი, რომელიც შეიქმნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით; სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოების თანადაფინანსება; დანერგე მომავალი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა და სხვა.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)