09:20 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:21:37, 1841 ნახვა

ეკონომიკა
განათლების სამინისტროს დაფინანსება 1,18 მილიარდ ლარამდე იზრდება

2018 წლის ბიუჯეტით, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განათლების სექტორია. 

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომავალ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 65.6 მილიონი ლარით, 1 181.8 მილიონ ლარამდე იზრდება. 

განათლების პროგრამებს შორისაა ზოგადი განათლება, მათ შორის, გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სხვ. გარდა ამისა, იზრდება პროფესიული განათლების პროგრამები. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 2018 წელს ბიუჯეტით დაფინანსდება აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, ინკლუზიური განათლება და სხვ. 

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა განიხილა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics