|
2017-10-30 15:26:53, 1970 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერს“ კომპანია „ჯეოსელი“ უერთდება
„თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერს" კომპანია „ჯეოსელი" უერთდება და დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალურ პროდუქტს - „ჯეოსელი სტარტაპერისთვის" ქმნის. "სტარტაპერისა" და „ჯეოსელის" ერთობლივი შეთავაზებით, დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათზე მორგებული 2 პაკეტიდან ერთ-ერთი, რაც სასაუბრო დროზე, SMS-ებსა და ინტერნეტზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს. კერძოდ, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილი პაკეტები მოიცავს: 7 ლარიანი პაკეტი, 1000 წუთს ჯეოსელის ქსელში, 1000 SMS-ს ,1000 MB ინტერნეტს. 10 ლარიანი პაკეტი: 300 წუთი ლოკალურ ზარებზე, 3000 SMS, 3000 MB ინტერნეტი. გამონაკლისია S1, Gmobile და Globalcell „ჯეოსელი სტარტაპერისთვის" შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტებით სარგებლობა შეთავაზების მიღებიდან 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. სტარტაპერებზე ასევე ვრცელდება „ჯეოსელის" სპეციალური ტარიფიც, რაც კომპანიის შიგნით ულიმიტო ზარებსა და SMS-ებს მოიცავს თვეში მხოლოდ 2 ლარად. „ჯეოსელი სტარტაპერისთვის" პაკეტებით სარგებლობისთვის, სტარტაპის დამფუძნებელმა განაცხადი უნდა შეავსოს პროგრამა „სტარტაპერის" ვებგვერდზე - https://www.startuperi.ge/#ჯეოსელი-ბიზნესისთვის, სადაც ასევე შესაძლებელია პაკეტების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)