|
2017-10-26 17:47:27, 2215 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტმა“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველი სუპერმარკეტი გახსნა
სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტმა“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან, პირველი სუპერმარკეტი გახსნა. ახალგახსნილ „სმარტში“ 20-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის და მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია. დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, „სმარტის“ ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა „ტრუჩილოს“ და „დანკინ დონატსის“ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძელბა. „სმარტი“ „მუშტაიდის ბაღთან“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. „ჩვენმა ჯგუფმა რამოდენიმე დღის წინ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება და ჩვენ „სმარტი“ დავუბრუნეთ საწყის ფორმატს. ეს არის საშუალო და პატარა ზომის სუპერმარკეტები ავტო და გაზგასამართ სადგურებზე. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდით საწყის ფორმატს, ეს არის პირველი სუპერმარკეტი. ბუნებრივია, ავტო და გაზგასამართ სადგურებზე გვინდა ეს ქსელი განვავითაროთ.“სმარტის“ ბრენდი ძალიან გვიყვარს. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ყველა პატარა ზომის სუპერმარკეტი და საშუალო ფორმატში ჩვენი სუპერმარკეტები ავტოგასამართ სადგურებზე მომგებიანია და ბიზნესიც აკეთებს იმას, რაც იძლევა ეკონომიკურ მოგებას. დღეს აქ დავასაქმეთ დაახლოებით, 15 ადამიანი. კიდევ გვინდა, რომ ინვესტიციები ჩავდოთ და ამ ფორმატში განვვითარდეთ არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ჩვენი ჯგუფის ავტოგასამართი სადგურებია წარმოდგენილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. ახალგახსნილ სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა, თუ ფუნთუშეულს და „დანკინ დონატსის“ მრავალფეროვან დონატებს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „ახლადგახსნილი „სმარტი“ მუშტაედის ბაღთან, როგორც ყოველთვის, მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და ადგილობრივი წარმოების, რამდენიმე ასეული დასახელების უმაღლეს პროდუქტს. ასევე, წარმოდგენილია ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი სმარტ კაფე, სადაც მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს უგემრიელესი, „სმარტის“ მიერ წარმოებული, ყოველდღიურად ახალი პურფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, მზა კერძები და ასე შემდეგ. დავასაქმეთ უკვე 20-მდე ადამიანი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს უფასო პარკინგით, უფასო Wi-Fi-ით, 24 საათის განმავლობაში ვემსახურებით მომხმარებელს“,-განმარტა „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორმა ნატალია დარჩიაშვილმა. როგორც აღინიშნა, „სმარტი“ ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, კერძოდ კი პატარა ზომის სუპერმარკეტებით გააგრძელებს და უახლოეს მომავალში „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო, გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განთავსდება. „სმარტი“ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით გამოირჩევა. „ვისოლ ჯგუმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ®
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)