|
2017-10-23 20:48:19, 2230 ნახვა
ეკონომიკა
გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს
საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაუთმო უორდროპის დიალოგის გახსნაზე საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისი განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილია და ბრიტანული მხარე დაინტერესებულია ვაჭრობის საკითხებში მიმდინარე სახელშეკრულებო პროცესი სწრაფად და წარმატებით წარიმართოს. "ჩემი სურვილია, რომ გამოვიჩინოთ მეტი ამბიცია არსებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში რაც კარგი მაგალითი იქნება ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ საგარეო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თბილისში ჩვენი მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის განსახილველად. ეს დიალოგი კიდევ უქრო გააქტიურდება უახლოეს თვეებში"- განაცხადა დანკანმა. მისი განმარტებით, ბრიტანელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მკვეთრად იზრდება, რასაც ადასტურებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა და უორდროპის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი. სერ ალან დანკანმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გაქტიურებულ ხალხთაშორის თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ. "დღეს ორივე მიმართულებით ბევრად მეტი მოქალაქე მოგზაურობს ტურისტული, საგანმანათლებო ან ბიზნესის წარმოების მიზნით ვიდრე ოდესმე. ჩვენ, მთავრობას, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც ტექნიკური, პროფესიული და ხელოვნების მიმართულებებით. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ბრიტანეთის ვიზის აღების პროცესი რაც შეიძლება მარტივი იყოს"- განაცხადა ალან დანკანმა. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა ლონდონში დღეს გაიხსნა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)