06:20 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 19:56:41, 2392 ნახვა

ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" წარმომადგენლები წამყვან ამერიკულ კომპანიებს შეხვდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" წარმომადგენლები საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური დაცვის სისტემების მწარმოებელ, მსოფლიოში წამყვან ამერიკულ კომპანიებს შეხვდნენ. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური სისტემების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებთან / B2B Meetings with the representatives of the “Lockheed Martin”, “Baron Weather” and “Nova Power” შეხვედრა, აშშ-ს მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კომპანიებმა “Lockheed Martin”-მა, “Baron Weather”-მა და “Nova Power”-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი მოადგილისგან და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისაგან  სრული ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო ავიაციის დარგის მარეგულირებელ ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოზე, საავიაციო ბაზრის შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე. 

საავიაციო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი კომპანია “Lockheed Martin” თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის პირობებს გაეცნო.
 შეხვედრაზე  საავიაციო ხელისუფლებასთან და ქართულ ავიაკომპანიებთან სამომავლო შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა. 

მეტეოროლოგიური მომსახურების მომწოდებელი “Baron Weather”-ისა და ენერგოეფექტური უსაფრთხოების დაცვის სისტემების მწარმოებელი “Nova Power”-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქვეყნის საავიაციო ინფრასტუქტურით და ქართულ მხარეს შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისის მახასიათებლები გააცნეს.

"ამერიკის სავაჭრო და საინვესტიციო მისიის" ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სამომავლო ინვესტირება, ვაჭრობის გაძლიერება და ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაა.​

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics