06:23 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 19:59:16, 2286 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ამერიკის სავაჭრო-საინვესტიციო მისიას უმასპინძლებს

ხვალ, 19 ოქტომბერს, 13.00 საათზე,  ,,ფუნიკულიორში", ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭო  აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს სავაჭრო პალატის და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით  30  წარმომადგენელი დაესწრება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს სავაჭრო მისია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება. მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები 100-ზე მეტ ბიზნესშეხვედრას გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერებისა და  სამომავლო ინვესტირების მიზნით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტუმრებს ეკონომიკის განვითარების გეგმას, მომავალი წლის პრიორიტეტულ პროექტებს და უახლეს ეკონომიკურ მიღწევებს წარუდგენს.

ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier and VISA.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics