05:25 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 10:02:51, 1835 ნახვა

ეკონომიკა
ბალვანერა: EBRD-ს რეგიონის მასშტაბით საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორის, ბრუნო ბალვანერას შეფასებით, საქართველოში ორგანიზაციის  საქმიანობა და განხორციელებული ინვესტიციების წილი განსაკუთრებულად დიდია  ყველა იმ ქვეყანასთან  შედარებით, სადაც EBRD თავის საქმიანობას ეწევა.  


„ჩვენი საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თუმცა განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო საბანკო სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გავუწიეთ. მათ,  განსაკუთრებით „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“, შეძლეს საკრედიტო მომსახურება შეეთევაზებინათ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და მეწარმე ქალებისთვის. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა დაეფინანსებინათ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტიზაციის პროცესები“ – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.  EBRD-ს რეგიონალური დირექტორი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ თბილისში Emerging Europe-ის რედაქტორს, ენდრიუ ვრობელს ესაუბრა.


„ჩვენი საქმიანობის მეორე მსხვილი სფეროა ენერგეტიკა.  მხარს ვუჭერთ როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი ზომის ჰესების პროექტების განხორციელებას. რეალურად, ჩვენ ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ვართ ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ბოლო პერიოდში EBRD-ის საქმიანობა ქარის ენერგეტიკასაც დაუკავშირდა,  სულ ახლახანს კი მზის ენერგიის სექტორის განვითარებაშიც ჩავერთეთ. მესამე მიმართულება საქართველოს უმსხვილეს კომპანიებთან პირდაპირი თანამშრომლობაა. ეს კომპანიები საქმიანობენ ისეთ სფეროებში,  როგორიცაა ლითონის მასალების წარმოება, საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა და ფარმაკოლოგია“ - აღნიშნა ბალვანერამ.


მისი თქმით,  ინფრასტრუქტურულ მიმართულებებში  EBRD-ის ჩართულობა ამ დრომდე არ იყო ისეთი აქტიური, როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების,  თუმცა, ბანკმა მხარდაჭერა უკვე გაუწია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების, მყარი ნარჩენების გადამუშავებისა და, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტები.

„თბილისში ადვილად შესამჩნევია ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები. ისინი  იმ ენერგოეფექტურობის პროგრამის ნაწილია, რომელზეც ჩვენ უფრო მსხვილი პროექტის -  „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში ვმუშაობთ. პროგრამა, თავის მხრივ, ცალკეული ქალაქების უფრო მეტად, მდგრად განვითარებას გულისხმობს“ - განაცხადა  ბრუნო ბალვანერამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics