|
2017-10-15 13:49:05, 2122 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა „მუდისის“ წარმომადგენლებს ქვეყნისთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, „Moody's"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს საქართველოს ბოლო სუვერენული რეიტინგის გამო, რომელშიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველადაა გაზრდილი. პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი Ba2 პოზიტიური სიგნალია უცხოელი პარტნიორებისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითი ტენდენციების შესახებ ისაუბრა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 29 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით. ასევე, 29 პროცენტით არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც ზრდა 22 პროცენტს შეადგენს. ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი - ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საგადასახადო და ფისკალურ რეფორმებზე, რომლის წყალობითაც ბიზნესს, მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით დარჩა მნიშვნელოვანი თავისუფალი სახსრები ბიზნესში რეინვესტირებისთვის. გარდა ამისა, მან ისაუბრა ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად მიმდინარეობს.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)