|
2017-10-14 11:54:29, 1776 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტთან ჯინ ლიქუინთან (Jin Liquin). შეხვედრა აშშ-ს ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, სივრცით რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მასშტაბური სატრანზიტო და ტურისტული საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. პირველმა ვიცე-პრემიერმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებს. სწორედ აღნიშნული გეგმის თანახმად, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებით. აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოში უკვე მონაწილეობს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში. თუმცა ინტერესი მას სხვა პროექტების მიმართაც აქვს. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს მომავალშიც გაგრძელდება. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)