|
2017-10-02 20:51:37, 2287 ნახვა
ეკონომიკა
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით 111.2 მლნ ლარით იზრდება
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 111.2 მლნ ლარით და შეადგენს 3 527.0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 463.2 მლნ ლარი. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 982.8 მლნ ლარამდე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 266.0 მლნ ლარი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 253.8 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 702.0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 605.0 მლნ ლარი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 123.0 მლნ ლარი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 145.0 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 131.0 მლნ ლარი (მ.შ. გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 30.0 მლნ ლარი); საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 114.0 მლნ ლარი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 116.5 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 62.0 მლნ ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 96.0 მლნ ლარამდე; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 165.7 მლნ ლარამდე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 43.0 მლნ ლარამდე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 82.3 მლნ ლარს;
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)