|
2017-10-02 12:47:38, 1881 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთში ბავრას საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, დელეგაციას სომხეთის ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვართან არუთუნიანი დახვდნენ. ბავრას საბაჟო გამშვები პუნქტი ოფიციალურად სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გახსნა. საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს საბაჟოზე არსებული ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული შემოწმების ზონები, მგზავრთა მომსახურების დარბაზი, თანამედროვე რენტგენო სკანერი და სხვა საბაჟო მოწყობილობა. ბავრას პუნქტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კინოლოგიური სამსახური. საბაჟო გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები ბავრას საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებული სერვისების შესახებ. საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე - საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გომარელი.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)