|
2017-09-30 19:52:57, 2428 ნახვა
ეკონომიკა
მომავალი წლიდან რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა დაიწყება, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება
„მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვემო ქართლში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა შედეგებიც პირდაპირ აისახება რეგიონში დასაქმებასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე. „რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე. ჩვენ ვახორციელებთ რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მოდერნიზაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა. თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებაზე, გრძელდება თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მშენებლობა. უკვე დასრულებულია ერთი ნაწილი, რომლის ღირებულება 95 მილიონ ლარზე მეტია. ახლა მიმდინარეობს ამავე მონაკვეთის მეორე ნაწილის მშენებლობა, რომლის ღირებულება 120 მილიონ ლარამდე გახლავთ. მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება. ასევე, მომავალ წელს დაიწყება რუსთავი-სადახლოს მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 285 მილიონი ლარი იქნება. რეგიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი - ქვესადგური „მარნეული 500“, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი დოლარი გახლავთ. ეს ქვესადგური, საგრძნობლად გააუმჯობესებს თბილისისა და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებასა და ენერგოუსაფრთხოებას. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ წლების განმავლობაში, ქვემო ქართლში, 90 მილიონი ლარის ღირებულების ადგილობრივი გზები გაკეთდა. ბოლო ორ წელიწადში, 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯა საბავშვო ბაღების აშენებისა და რეაბილიტაციისთვის; 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯა - საცხოვრებელი კორპუსების გადახურვაში; 3 მილიონზე მეტი ლარი - სპორტული მოედნების კეთილმოწყობაში. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის და ხორციელდება აგრეთვე, ახალი ნაგავსაყრელის პროექტი, რომელიც განკუთვნილი იქნება წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის და რომლის ღირებულება 11 მილიონი ევრო იქნება. სასიხარულოა, რომ რუსთავი უკვე საგანმანათლებლო კუთხითაც მიმზიდველი ქალაქი გახდა. გასულ წელს, აქ გაიხსნა სამედიცინო პროფილის, უკვე საერთაშორისო მასშტაბით საყოველთაოდ აღიარებული, დავით ტვილდიანის სამედიცინო-სასწავლო ცენტრი. ეს არის თანამედროვე, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, რომელშიც 6 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ჩემო მეგობრებო, ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ქვეყნის რეგიონებში, ემსახურება რეგიონების განვითარებას და, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის გაზრდას. ძლიერი რეგიონების გარეშე საქართველოს სიძლიერე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ყველა ეს, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს, გაგრძელდეს, შეფერხება არ შეექმნას და ჩვენმა ქვეყანამ დიდი სიჩქარით წაიწიოს წინ ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთხელ ერთად დგომა და სწორი ადამიანების არჩევა, იმისთვის, რომ ამ სწორმა ადამიანებმა 24 საათის განმავლობაში იზრუნონ ამ რეგიონის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე და კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაზე”, - განაცხადა პრემიერმა. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)