|
2017-09-28 20:59:28, 2403 ნახვა
ეკონომიკა
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ინოვაციების შესაძლებლობები 6 პოზიციითაა გაზრდილი
ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მთავრობის მიერ ამ სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგია. სამინისტროს ცნობით, ქვეყნის პოზიციები გაზრდილია ისეთ ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინოვაციების შესაძლებლობა (6 პოზიციით), კომპანიების მიერ ტექნოლოგიების მიღების შესაძლებლობა (3 პოზიციით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი (3 პოზიციით), სახელმწიფო შესყიდვები თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში (6 პოზიციით) და სხვა. წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები ასევე გაუმჯობესებულია ისეთ მნიშვნელოვან ქვეკომპონენტებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საზოგადოების ნდობა პოლიტიკოსების მიმართ (4 პოზიციით), ინვესტორთა დაცვის სიძლიერე (13 პოზიციით და საქართველოს მე-7 ადგილზეა), ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა (2 პოზიციით), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (1 პოზიციით), ინფლაცია (79 პოზიციით), სესხების ხელმისაწვდომობა (8 პოზიციით), საგარეო ბაზრის ზომა (5 პოზიციით). (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)