|
2017-09-26 10:47:34, 2310 ნახვა
ეკონომიკა
ჯული პეტერსონი: ქართული ღვინის მიმართ ინტერესი აშშ-ს ბაზარზე მზარდია
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა ღვინის კომპანიები და მარნები სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში მოინახულეს, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დააგემოვნეს ევროპული და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც სომელიეები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები შედიოდნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის" (Marq Energie) მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) ხელმძღვანელობდა. ჯული პეტერსონი აცხადებს, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია. „როგორც იცით, ამერიკის ბაზარი სულ უფრო მეტად ინტერესდება ქართული ღვინით. ფაქტია, რომ ამ წელს ექსპორტი დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. სასიამოვნოა, რომ ამ უძველესი ტრადიციის მიმართ ამერიკაში მზარდი ინტერესია, და არა მხოლოდ ტრადიციის, არამად იმ ღვინოების მიმართ, რომლებიც ამ ტრადიციით მზადდება. ვესტუმრეთ დასავლეთ საქართველოს, რადგან გვაინტერესებდა რა ხდება იქ ღვინის სფეროში, ვინ არიან მწარმოებლები, რომელი განსხვავებული ყურძნის ჯიშებია, რითი განსხვავდება აღმოსავლეთისგან დასავლეთის ღვინოები", - აღნიშნა ჯული პეტერსონმა. ამერიკელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ბაგრატიონი 1882", „შატო მუხრანი", „ნიკოლაძეების მარანი", „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი", „ამირან ვეფხვაძის ღვინოები", „გაიოზ სოფრომაძის მარანი", „ვარციხის მარანი", „ბაიას ღვინო", „ოდა", „ვინო მარტვილე", „თელავის ღვინის მარანი", „შუხმანის ღვინოები", „ფაფარი ველი", „ჭოტიაშვილის მარანი", „მუკადო ვაინსი", „ხოხბის ცრემლები", „შუმი", „ლუკასი", „ლაგვინარი", „იაგოს ღვინო", ასევე ეწვივნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯიღაურაში.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)