|
2017-09-20 18:55:14, 2521 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაიწყო
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე 20 და სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით 48 სტუდენტი მიიღო. საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების 70%-მა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტების საუკეთესო 10%-ი სრულიად უფასოდ ისწავლის. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები. ეს საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა სამაგისტრო პროგრამის საფუძველზე, რომელიც უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს და ფინანსების შესწავლით დაინტერსებულ სტუდენტებს საუკეთესო განათლების მიღებას სთავაზობს. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, სამაგისტორო პროგრამაზე წელს უკვე მეოთხე მიღებაა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში 2 წლიანი პროგრამაა. ხსენებული პროგრამა სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების საშუალება საქართველოში; სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა; გადახდის მოქნილი სტურქტურა. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.bog.edu.ge (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)