|
2017-09-18 17:16:27, 3515 ნახვა
ეკონომიკა
ბექა ლილუაშვილი: ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი კერძო სექტორმა შეიტანა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 5.1%, ხოლო მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილი. მისი განცხადებით, ეს ზრდა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მასში განსაკუთრებით მაღალი წვლილი კერძო სექტორმა შეიტანა. ამასთან, როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, არსებული პოზიტიური ტენდენციები უკვე დაფიქსირდა ბიზნესსექტორის მიერ დასაქმებისა და გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლებში. „გაუმჯობესებული შიდა ფაქტორებისა გარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგიონალური და გარე ფაქტორები, რაც განსაკუთრებით აისახა საქართველოდან საქონლის ექსპორტისა და მომსახურების ექსპორტის, ასევე ტურიზმის მიმართულებით - 2017 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტი 30.1%-ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი - 26%-ით. ამჟამად არსებული როგორც შიდა, ასევე გარე პოზიტიური ფაქტორების წლის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში, გვაქვს აბსოლუტურად ობიექტური მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მის საპროგნოზო მაჩვენებლებს გადააჭარბებს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მშენებლობის (1.5 პპ), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (0.7 პპ), ვაჭრობისა (0.6 პპ) და უძრავი ქონების სექტორებმა შეიტანეს (0.5 პპ). აღსანიშნავია, რომ რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)