13:38 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 13:04:14, 229 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, - ასე შეაფასა  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირება.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.      

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც.  ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს
Anchorნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე საქართველოს ბანკისგან
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ოპოზიციის ალიანსი 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება - ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics