|
2026-11-27 12:18:57, 330 ნახვა
პოლიტიკა
უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს
მძიმე იყო უწყვეტი პროტესტის ორი წელი დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისთვის, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მოჰყვა. მასობრივი დევნა, დაშინება, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებზე, დაკავება, დაჯარიმება და ფინანსური წნეხი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენების მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში დარჩა ხმად, რომელიც ვერ გააჩუმეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს. წინამდებარე ანგარიშისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებიდან დეტალური ანალიზისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენების შემთხვევები გამოყო, რაც მიმდინარე წელს თვალსაჩინო ტენდენციად ჩამოყალიბდა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროების ერთ-ერთ მთავარ იარაღადაც იქცა. ამ მიზნით, კვლევისთვის შემდეგი 3 ძირითადი პუნქტი გამოვყავით:
თითოეული კატეგორია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს აერთიანებს. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის დანაშაულები ერთიან რაოდენობრივ სტატისტიკაშია თავმოყრილი. აგრეთვე, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსახველი შემთხვევების ანალიზი 1 მაისს გამოქვეყნებულ ბლოგშია თავმოყრილი. სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული პირები აგრძელებენ სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის ჟურნალისტების წინააღმდეგ აქტიურად გამოყენებას, რაც მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სარჩელები საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ) სასამართლო დავების დაწყებაში, დაჯარიმებასა და დაპატიმრებაში გამოიხატება.
პარლამენტი, სადაც კრიტიკული კითხვების დასმა ისჯება მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი გაამკაცრა, საკანონმდებლო ორგანო ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მიუღებელი კითხვების დასმის გამო აკრედიტაციებს სხვადასხვა დროით, მათ შორის, 1 წლით უჩერებენ. პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის დრაკონული წესი, რომელსაც „ოცნების“ წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იყენებენ და ჟურნალისტებს კრიტიკული კითხვების გამო სჯიან, მნიშვნელოვნად ართულებს დამოუკიდებელი მედიის მუშაობას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. აქვე ხაზგასასმელია, „ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ დამოუკიდებელ მედიასთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, მეორე მხრივ კი - კომუნიკაციების კომისია მათგან ბალანსის პრინციპის დაცვას მოითხოვს. მხოლოდ მიმდინარე წელს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერეს, ვადაზე ადრე გაუუქმეს ან/და ერთჯერად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს კრიტიკული მედიის სულ მცირე 20-მდე წარმომადგენელს. 2026 წლის ივლისის ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა იმაზე, თუ როგორ დახურეს პარლამენტი კრიტიკული მედიისთვის. ანგარიშში ამგვარი შემთხვევების ძირითადი ნაწილია თავმოყრილი და დეტალურად გაანალიზებული. მას შემდეგ, ნოემბრის თვეში, ანონიმური დეპუტატის საჩივრის საფუძველზე საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს. 17 ნოემბერს, საპარლამენტო აკრედიტაცია ასევე 1 თვით შეუჩერეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გამომძიებელ ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიას. მანამდე, აგვისტოს თვეში, საგამოძიებო სტუდია „მონიტორმა“ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, „მონიტორის“ ჟურნალისტებს ერთჯერად საპარლამენტო აკრედიტაციაზე უარი 4-ჯერ უთხრეს. მაუწყებლებისთვის აკრძალული სიტყვები და ფრაზები - კომუნიკაციების კომისია, როგორც „ქართული ოცნების“ ცენზორი 2026 წელი თვალსაჩინო იყო კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიის გააქტიურების თვალსაზრისითაც. თებერვალში, ბრიტანეთის მიერ ორი პროპაგანდისტული, პროსამთავრობო მაუწყებლის - „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ ცენზორის როლი მოირგო და მიმდინარე წელს, კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ჯამში 7 მოხსენებითი ბარათი შეადგინა, რომელთა საფუძველზეც ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამო ჯერ სიტყვიერად, შემდეგ თითოეული 2 500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი - 5 000 ლარით დააჯარიმა. უკვე 1 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ 10 000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო (მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს). მართალია, კომისიამ მონიტორინგის ფარგლებში პროსამთავრობო არხებიც - „იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“ - მოაქცია და სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ თითოეული უკვე 2 500 ლარითაც დააჯარიმა, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება. დასკვნა ანგარიშში განხილული შემთხვევების მიუხედავად, რომელთაც თან სდევს სისტემური სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, ტროლებისა და ბოტების გამოყენებით მათ წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო კამპანია თუ კიბერთავდასხმები, რომელთა მიზანიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის საბოლოო გაქრობაა, ქართული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია მკაფიოდ აჩვენებს, რომ ის არ აპირებს გაჩუმებას და განაგრძობს თავისი უპირველესი მოვალეობის შესრულებას - საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს მედიის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმის თავდასხმისა თუ შევიწროების მსხვერპლი აღმოჩნდა და მადლობას უხდის მათ ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში პროფესიული ღირსების შენარჩუნებისა და ერთგულებისთვის.
კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს
Anchorნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე საქართველოს ბანკისგან
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ოპოზიციის ალიანსი 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება - ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



