|
2026-11-27 12:57:07, 240 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
თიბისი განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური ცოდნის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, პრაქტიკული უნარების შეძენისა და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდის საშუალებას აძლევს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის რობოტიკის კლუბი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია. კლუბი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს რობოტების აწყობასა და პროგრამირებას ასწავლის, ტექნოლოგიების სამყაროს აცნობს და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს. პრაქტიკული სწავლების პროცესში ბავშვები მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას არ იძენენ. ისინი სწავლობენ გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრას, იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნას და სირთულეების გადალახვას. ეს გამოცდილება მათ ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და თავდაჯერებულად გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების მიმართულებით. კლუბის 12 წლის წევრის, თეგი ჯღამაძის თქმით, რობოტების აწყობა და პროგრამირება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კლუბში მიღებულმა გამოცდილებამ კი სირთულეებისადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა: ახლა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავიდან ცდილობს და მიზნის მიღწევამდე არ ჩერდება. წელს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, პირველად მიიღო მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ეტაპზე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქუთაისელმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და „ჟიურის რჩეულის“ წოდება მოიპოვეს. თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის მიღების, ახალი უნარების განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას უხსნის.
კახა კალაძე ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე: ქართულმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს
Anchorნახეთ, რა ფასდაკლებები და ქეშბექები გელოდებათ Black Friday-ზე საქართველოს ბანკისგან
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ოპოზიციის ალიანსი 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-თან იკრიბება - ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



