|
2026-11-23 10:55:52, 244 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
კიევის ოლქის ქალაქ დიმერეში რუსული დრონით მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ კიევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა. „დიმერეში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში. ღამით ნანგრევებიდან 79 წლის ქალიც ამოიყვანეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მედიკოსები მას ყველა საჭირო დახმარებას უწევენ. როგორც „უკრაინის ამბები“ იტყობინება, 22 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ტერორისტულმა ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ დიმერეში ხუთსართულიან შენობაზე დრონით თავდასხმა განახორციელეს. დიმერეში 7 წლის ბიჭიც გადაარჩინეს, რომელიც თითქმის 14 საათის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



