|
2024-12-16 14:21:13, 483 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე, მდინარაძე, კალაძე - ესტონეთის მიერ დასანქცირებული პირების ვინაობა ცნობილია
ესტონეთმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გარდა, თბილისის მერი კახა კალაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც დაასანქცირა. სანქცირებულ პირთა სია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სია ასე გამოიყურება: კობა ჩაგუნავა - მოსამართლე; გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი; ნინო ენუქიძე - მოსამართლე; კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი; კოკა, კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი; ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი; გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; ლელა მილდენბერგი - მოსამართლე; დიტო სამხარაძე - პარლამენტის წევრი; ლელა ცაგარეიშვილი - მოსამართლე; მანუჩარ ცაცუა - მოსამართლე; ზვიად ცეკვავა - მოსამართლე; თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი. შეგახსენებთ, ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 15 დეკემბერს გაავრცელა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)