01:30 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 15:56:33, 468 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ზურაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს არ ეკუთვნოდა

არ იფიქროთ, რომ რასაც ზურაბიშვილი ამბობს, ეს მის თავში მოხარშული განცხადებებია. ეს არის გარედან წამოსული დავალება, რა უნდა თქვას, როგორ იმოქმედოს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, "ალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან".

"სალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან, აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს არ ეკუთვნოდა. იმართებოდა გარე ძალებისგან. არის ამ ქვეყნის და ქართველი სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მსგავსი საუბრებით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს იმ მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობას მხარი დაუჭირა. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ეს მის თავში მოხარშული განცხადებებია. პირიქით, ეს არის გარედან წამოსული დავალება, რა უნდა თქვას, როგორ იმოქმედოს. არ იფიქროთ, რომ ის, რასაც ეს რადიკალური დაჯგუფება აკეთებს, მათი დალაგებული იყოს. ყველაფერი მოდის გარედან, როგორც ეტყვიან და დაავალებენ, ისე უნდა იმოქმედონ“,- განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე,მან უპასუხა მედიის შეკითხვას დიალოგის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგისთვის მზაობა არსებობს.

"ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგებზე ძალიან ვრცლად ისაუბრა. ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს, აბსოლუტურად ღია ვართ სასაუბროდ. არიან გულწრფელი ადამიანებთან, ახალგაზრდებთან, რომელთაც აქვთ განსხვავებული შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, აბსოლუტურად ღია ვართ ყველასთან. ვისაც როგორ ფორმატში უნდა, გაკეთდეს შეხვედრები, გაიმართოს მსჯელობა, დაისვას შეკითხვები და ამ შეკითხვებს გაეცეს პასუხი", - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics