02:26 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 12:15:42, 454 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - მაკრონსაც შემოეღიარა მთავრობა - მაკრონის ლეგიტიმაცია რაში გვჭირდება

ამასობაში, მაკრონსაც შემოეღიარა მთავრობა, შეიძლება, მოგეჩვენოს, რომ მისი ზარის გადასაფარად იყო თხოვნა, გაკეთებულიყო ასეთი განცხადება, რადგან ამან მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიდეომიმართვას.

მდინარაძის თქმით, ემანუელ მაკრონის ზარმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი ოპოზიციაში დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია.

"მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კი მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, რადგან მთავრობის ხელმძღვანელის იმ განცხადებაზე საუბრობდა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ, მაგრამ მაინც.

ასევე, შეიძლება, მოგეჩვენოს ადამიანს, რომ წინა დღის გადასაფარად, მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა მაკრონი. ამან დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში.

ამუნათებდნენ ჯერ ჰერჩინსკის, შემდეგ მაკრონს, საზღვრები არ აქვთ. ისე არის თავისი პატრონებით გათამამებულები, რომ ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება, თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას აძლევს რეალურად ქართველი ხალხი",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics