2024-12-13 22:35:29, 285 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ
![]() პარლამენტთან მიმდინარე აქციას მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებისა და სასტვენის ხმების ფონზე შეხვდნენ. მოგვიანებით მათ ერთმანეთი შეძახილებით „საქართველო”, „საქართველოს გაუმარჯოს” გაამხნევეს. მოქალაქეებმა ადგილზე ეროვნული დროშა მიიტანეს და დემონსტრაციულად საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშალეს. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება მშვიდია. შეგახსენებთ, თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. 28 ნოემბრიდან დღემდე, მთავრობის გადაწყვეტილება არაერთმა პროფესიულმა ჯგუფმა, მათ შორის განათლების, ხელოვნების, IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციების დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. დაშავებულია ათობით ადამიანი, რომლებიც დაკავების შემდგომ სპეცრაზმელებისგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უთითებენ. დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა მედიაზე 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს თბილისში, ბესიკის ქუჩის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
15 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქრო მოიპოვა
ოცნებას და ივანიშვილს მიაჩნიათ, რომ ე.წ დიფ სთეითი გაანადგურებს ევროკავშირს
Sputnik აზერბაიჯანის თანამშრომლები ბაქოში ერთამდე შემცირდება
|
რედაქტორის რჩევით
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
![]() 23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
დღის თემა
|