03:05 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 11:51:07, 486 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი არ დარჩება

პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და მისმა პროპაგანდისტულმა არხმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი არ დარჩება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ქაოსის მთავარი „გამპრავებელი“ ამ ქვეყანაში ტელეკომპანია „იმედია“, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“.

„წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის მთავარი, მათ ენაზე უნდა ვთქვა, „გამპრავებელი“ ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია იმედი, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც რუსეთში „რასია თუდეი“. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა თავ-პირს ალეწავენ ახალგაზრდებს, როცა 19-20 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს აპრავებს შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“. თუ მსახიობებს იჭერენ, ექიმებს იჭერენ, თუ გცემენ, თავის ქალას აგხდიან, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ მოგიყვებათ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად.

პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია „იმედმა“ უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics