03:47 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 00:07:00, 567 ნახვა

პოლიტიკა
რაუფოღლუ - ბაიდენი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ლორა კელიზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ჟურნალისტის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეზღუდვების შესახებ შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.

„ბაიდენი ამზადებს სავიზო შეზღუდვებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის, ქართული რუსული პარტია „ოცნების“ მიერ გამოცხადებული გამარჯვების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის ფონზე.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრატორმა დღეს გამოაცხადოს მთელი რიგი სამოგზაურო აკრძალვები საქართველოზე, ამ საკითხთან დაკავშირებით გათვითცნობიერებული ადამიანების თქმით, სანქციები მიზნად ისახავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან საარჩევნო პროცესის შელახვაზე, მათი ოჯახის წევრებთან ერთად,“ - წერს ალექს რაუფოღლუ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics