03:48 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 22:30:29, 463 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის 7-კაციანი დელეგაცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა [ვიდეო]

ევროპარლამენტის 7-კაციანი დელეგაცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

დელეგაციის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ მოქალაქეებს მსვლელობით შეუერთდნენ. 

აქციაზე მყოფი ადამიანები ევროპარლამენტარებს ოვაციების ფონზე დახვდნენ.

უცხოელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად, ქვეყნის მთავარ გამზირზე ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად ააფრიალეს და აქციის მონაწილეებთან სამახოვრო ფოტოსურათებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics