03:48 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 16:06:51, 444 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ცილისწამება, ბრალდება და ტყუილია, თითქოს პარტიას გავემიჯნე - ეს ჩემი ხელწერა არ არის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება, თითქოს მან მმართველი გუნდი დატოვა.

ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულ ცილისწამებასა და ბრალდებებს უწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, მას საკუთარი წესები და პრინციპები აქვს, რომელსაც არასდროს გადაუხვევს.

„მინდა, გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. გახსოვთ, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე, თურმე, პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე, მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, მე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და რა თქმა უნდა, ამ წესებს არასდროს გადავუხვევ.

მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ. მე არ მოვერიდები ამის თქმას, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, რომ მივიდეს ექიმთან. რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამხელა რაღაც სკანდალი და ამაზრზენი შეურაცხმყოფელი ტყუილები გამოიგონეს. ამიტომ, რეზიუმეს სახით რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“,- განუცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics