|
2024-12-12 09:01:22, 459 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულებულია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულდა. საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა და დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო. რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აღარ არიან პოლიციის ეკიპაჟები. ცენტრალური გამზირის სიახლოვეს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებდა. აქციის მე-14 დღეს, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრება, დაახლოებით, 19:00 საათზე დაიწყეს. დემონსტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, წინა საპროტესტო ღამეებისგან განსხვავებით. შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. საქართველოსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)