04:45 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 12:44:50, 425 ნახვა

პოლიტიკა
რეორგანიზაციის შედეგად, კულტურის და სპორტის სამინისტროები შეიქმნება

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია იგეგმება.

კანონპროექტის ძირითად მიმართულებებზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა სპორტის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად მომზადდა, რომლის შედეგად დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად, აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ორი დამოუკიდებელი სამინისტრო - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო შეიქმნება.

„კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო დაემატება, საიდანაც კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით დღეს მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს",- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, კომიტეტმა პირველი მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics